ციხიდან გამოსულმა მამაკაცმა საკუთარი ადვოკატი მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა 7 ივლისი 2015, 19:15:34
AUTO PLAY
არგენტინაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ადვოკატი მის ყოფილ კლიენტს ემსხვერპლა. მკვლელმა, რომელმაც ყოფილი დამცველი სახალხოდ დახვრიტა, იქვე თავი მოიკლა. ვიდეოსათვალთვალო კამერით გადაღებული დანაშაული 1-ელ ივლისს, ქალაქ კორიენტისში მოხდა. დილით ადვოკატი ერნესტო გონსალესი კაფეში შევიდა, სადაც ჩვეულებრივ, საუზმობდა და მაგიდისკენ წავიდა, როდესაც დაწესებულებაში უოლტერ მარტინესი შევიდა, იარაღი ამოიღო და იურისტს ექვსჯერ ესროლა. რამდენიმე წამის შემდეგ პისტოლეტი თავზე მიიდო და გაისროლა. პოლიციის ცნობით, თავდასხმის მოტივი უცნობია. მარტინესმა მის სრულწლოვან დიშვილებზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით ციხეში ექვსი წელი გაატარა. მას გონსალესი იცავდა, მაგრამ ადვოკატმა მარტინესის უდანაშაულობაში მოსამართლის დარწმუნება ვერ შეძლო.
2
|
|