ამერიკელმა პოლიციელმა ლუდის ქურდობაში ეჭვმიტანილი ქუჩაში მოკლა 2 ივლისი 2015, 19:12:26
AUTO PLAY
ტეხასის შტატში პოლიციელმა მამაკაცი დაცხრილა, რომელიც რამდენიმე ქილა ლუდის ქურდობაში იყო ეჭვმიტანილი. პოლიცია სუპერმარკეტ Wal-Mart-ის თანამშრომელმა გამოიძახა, როდესაც სავაჭრო დარბაზში მამაკაცი შენიშნა, რომელიც ლუდს იპარავდა. ეჭვმიტანილი მეზობლად მდებარე რესტორანში დამალვას შეეცადა, მაგრამ პოლიციელმა მისდია, იგი ტუალეტში იპოვა და დოკუმენტები მოსთხოვა. 47 წლის ჯეიმი ბუშმა მოულოდნელად იარაღი ამოიღო, მის გვერდით მყოფ ქალ პოლიციელს ხელი ჰკრა, მეორეს, რომელიც მის შეჩერებას ცდილობდა ხელიდან დაუსხლტა და იარაღი მესამე პოლიციელისკენ მიმართა. რის შემდეგაც პოლიციელმა ათზე მეტი ტყვია ესროლა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ქურდს პნევმატური იარაღი ჰქონდა. პოლიციელები სამედიცინო დახმარების აღმოჩენას შეეცადნენ, მაგრამ ბუში ადგილზე გარდაიცვალა.
0
|
140.00
k
225.00
k
|