სტიქია მარნეულში: მოგლეჯილი ხეები და სახურავახდილი სახლები 21 ივნისი 2015, 15:20:58
AUTO PLAY
მარნეულის მუნიციპალიტეტში და რამდენიმე სოფელში ძლიერმა სეტყვამ, ქარმა და წვიმამ მოსახლეობა დააზარალა. გუშინ, მარნეულში ძლიერმა ქარმა რუსთაველის ქუჩაზე, ორ ხუთსართულიან საცხოვრებელ კორპუსს სახურავები ახადა, ასევე დამტვრეულია ხეები. ძლიერი სეტყვა, ქარი და წვიმა 20 წუთს გაგრძელდა, სტიქიამ მარნეულში საცხოვრებელ სახლებს სახურავები ახადა, მოთხარა ხეები, სოფელ წერეთელში, თამარისში და კიზილაჯლოში დაზიანებული და განადგურებულია ხეხილი, ვაზი, ბოსტნეული და სხვა ტიპის ნათესები.
0
|
|