"მზიურში"გოგონას ცხედარი იპოვეს 16 ივნისი 2015, 14:47:20
AUTO PLAY
"მზიურში" მოხალისეებმა და მაშველებმა კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს. გარდაცვლილი ახალგაზრდა გოგონაა. მაშველების ვერსიით, გოგონა დაახლოებით 25-დან 30 წლამდეა. ეს უკვე მესამე ცხედარია, რომელიც ბოლო 24 საათის განმავლობაში "მზიურში" იპოვეს, მათგან ერთ-ერთი ინდირა ზარანდია იყო, მეორე კი - მაშველი ზურაბ მუზაშვილი. ოფიციალური ინფორმაციით, ამ დრომდე სტიქიის შედეგად გარდაცვლილად 15 პირი ითვლებოდა.
1
|
|