პუტინი და ღარიბაშვილი ერთ სუფრასთან, მაგრამ სამი სკამის დაშორებით 13 ივნისი 2015, 17:53:24
AUTO PLAY
ბაქო 2015 - პირველი ევროპული თამაშების ოფიციალური გახსნის შემდეგ, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, სახელმწიფოს მეთაურებს და დელეგაციების ხელმძღვანელებს საზეიმო მიღებაზე უმასპინძლა. მიღებას ესწრებოდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, მონაკოს პრინცი, რუმინეთის პრემიერ-მინისტრი, სერბეთის პრეზიდენტი, ევროპის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი, ლუქსემბურგის ჰერცოგი. პრემიერის ფეისბუქის გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში არ არის მოხსენიებული რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, თუმცა საზეიმო მიღებას ისიც ესწრებოდა. საქართველოს პრემიერსა და რუსეთის პრეზიდენტს ერთ სუფრასთან მოუხდათ დასხდომა, ერთმანეთისგან სამი სტუმრის დაშორებით.
3
|
|