"დაკონსერვებული" პუტინი, როგორ იღებენ რუსული არხები პრეზიდენტზე სიუჟეტებს 13 მარტი 2015, 19:04:09
AUTO PLAY
თუ რუსულ არხზე, საინფორმაციო გამოშვებაში პუტინის მონაწილეობით სიუჟეტს უყურებთ, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ თქვენ აქტუალურ და ახალ ამბავს ადევნებთ თვალს. "დაკონსერვებული პუტინი" - ასე ჰქვია რეპორტაჟს, რომელიც ტელეკომპანია ДОЖДЬ-მა მოამზადა ქვეყნის პირველ პირზე და ქვეყნის მთავარ სატელევიზიო არხებზე. "კონსერვი" სატელევიზიო სლენგია და მის შინაარსს, ალბათ, მარტივად მიხვდებით - ეს არის გადაღებული მასალა, რომელიც ეთერში ვერ მოხვდება და "შავი დღისთვის" თაროზე დევს იქამდე, სანამ მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენა მოხდება და არხის ხელმძღვანელობა მის საინფორმაციო გამოშვებაში ჩასმას გადაწყვეტს.
0
|
|