"სააკაშვილმა შარვალი უკუღმა ჩაიცვა და ეს მხოლოდ ტრიბუნასთან შეამჩნია" 29 აგვისტო 2015, 12:17:46
AUTO PLAY
რუსულ და უკრაინულ სოციალურ ქსელებში ოდესის ოლქის გუბერნატორი დაცინვის საგნად იქცა. ამჯერად, ინტერნეტმომხმარებლების ყურადღება სააკაშვილის შარვალმა მიიქცია, რომელიც ექსპრეზიდენტს ახალი საპატრულო პოლიციის ფიცის დადების ცერემონიაზე ეცვა. პირველად მის ჩაცმულობაზე ყურადღება ჟურნალისტმა ზოია კაზანჯიმ გაამახვილა, როდესაც გამოაქვეყნა ფოტო, სადაც უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს და ოდესის მერ გენადი ტრუხანოვს (რომელიც facepalm ჟესტს აკეთებს) შორის დგას სააკაშვილი, რომელსაც ჟურნალისტის თქმით "შარვალი უკუღმა აცვია". "სააკაშვილმა შარვალი უკუღმა ჩაიცვა და ეს მხოლოდ ტრიბუნასთან შეამჩნია" - youtube-ზე კი ამ სათაურით გამოქვეყნდა ვიდეო, რომელიც ცერემონიაზეა გადაღებული.
25
|
1099.00
k
1499.00
k
|