კადრები, რომლებიც სობჩაკის ინტერვიუს დროს ეთერში არ მოხვდა 12 ივნისი 2015, 16:42:46
AUTO PLAY
ქსენია სობჩაკმა ტელეკომპანია Дождь-ისთვის მიხეილ სააკაშვილთან ინტერვიუ ჩაწერა. ოდესის გუბერნატორმა წამყვანის ათობით კითხვას უპასუხა. ინტერვიუს დაწყებამდე, ტელეწამყვანმა და გუბერნატორმა ოდესის ქუჩებში გაისეირნეს და მოქალაქეებს გაესაუბრნენ. ტელეკომპანია Дождь-ის ოფიციალურ ვებგვერდზე ის კადრები განთავსდა, რომლებიც ეთერში ვერ მოხვდა და სადაც ჩანს, როგორ ხვდებოდნენ ქალაქში სააკაშვილს. "იშვიათი ტიპია, ყოჩაღი. ის, რაც მან ჩამორჩენილ საქართველოს გაუკეთა, ნობელის პრემიას ეკუთვნის", - წერს მომხმარებელი დიმიტრი რაში "ფეისბუკზე" ვიდეოს კომენტირებისას. მას სხვა მომხმარებლებიც ეხმაურებიან. "საქართველო ახლა ხომ პრორუსულია... იმიტომაც გამოაცხადეს ის ძებნაში".
0
|
140.00
k
225.00
k
|