კოშმარული ტრადიცია ყაზახეთში: გოგონას თავსაბურავი დაახურეს, ე.ი. უნდა გათხოვდეს 12 ივნისი 2015, 16:13:47
AUTO PLAY
ყაზახური სააგენტო "ხაბარის" ჟურნალისტმა ბაურჟან ორდამ საკუთარ "ფეისბუქზე" ვიდეორგოლი გამოაქვეყნა, რომელშიც ასახულია, ძალით როგორ ახურავენ თავსაბურავს გოგონას. ახალგაზრდა ეწინააღმდეგება, ყვირის და ილანძღება, მაგრამ მამაკაცი და ქალი მისთვის თავსაფრის გაკეთებას იძულებით ახერხებენ. ვიდეოში მოქმედება ყაზახურ ენაზეა. გოგონას, რომელსაც, სავარაუდოდ, არაი ჰქვია, კიდევ ერთი ქალი კანფეტებს აყრის და ამით "შაშუს" რიტუალს ასრულებს. თავსაბურავის დახურვის შემდეგ გოგონა წინააღმდეგობას ვეღარ უწევს, მხოლოდ ტირის. თავსაბურავის გაკეთება "ტრადიციული" რიტუალის ერთ-ერთი ეტაპია, რომელიც პატარძლის მოტაცებით იწყება. თავზე დაფარებული თავსაფარი ნიშნავს, რომ გოგონა შეეგუა იმას, რომ მოიტაცეს და ძალით ათხოვებენ. ამის შემდეგ უკან დასაბრუნებელი გზა მოჭრილია. ზოგიერთ სოფლებში იძულებით ქორწინებაზე უარის თქმის შემთხვევაში გოგონა ვეღარასოდეს გათხოვდება.
5
|
|