რუსეთში ქალაქის მერმა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვი სცემა 9 ივნისი 2015, 11:54:54
AUTO PLAY
რუსეთის ქალაქ როშალის მერმა ალექსეი არტიუხინმა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე 10 წლის ბიჭუნას სცემა. ინციდენტს, რომელიც საბავშვო მოედანზე მოხდა, წინ უძღვოდა მერის შვილსა და ნაცემ ბავშვს შორის კამათი. წინასწარი მონაცემებით, არტიუხინის 6 წლის ბავშვს და 10 წლის ბიჭს შორის კონფლიქტი მოხდა. პატარამ ამის შესახებ მამას უამბო. გაცხარებული ჩინოვნიკი საბავშვო მოედანზე მივარდა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვს ყურზე მოჰკიდა ხელი, ძირს დააგდო და ფეხიც ჩაარტყა. მომხდარზე გამოძიება უკვე დაიწყო.
0
|
|