სიკვდილამდე რამდენიმე საათით ადრე - როგორ ითხოვა მაღაზიაში წყალი გოგონამ 5 ივნისი 2015, 21:22:07
AUTO PLAY
სათვალთვალო კამერების ჩანაწერში ჩანს, როგორ შერბის 7 წლის შანაი მორისი მაღაზიაში ფეხშიშველი და სასმელ წყალს ითხოვს. ამ ამბიდან რამდენიმე საათში გოგონას დალურჯებული ცხედარი დეიდის და ბებიის სახლში, საკუთარ საწოლში აღმოაჩინეს. თვეების მანძილზე, მას შემდეგ, რაც დედას შანაი დროებით ჩამოართვეს სასამართლოს გადაწყვეტილებით, პატარაზე გამუდმებული ფიზიკური ძალადობა ხორციელდებოდა დეიდის და ბებიის მხრიდან. შანაი თავის ტვინის შეშუპებით დაიღუპა. გოგონას გვამის დათვალიერებისას 50-ზე მეტი დაზიანება იპოვეს. შანაის დეიდა 24 წლის კეი-ენ მორისი და 54 წლის ბებია ჯუანილა სმაიკლი დამნაშავედ ცნეს და 8 წელი მიუსაჯეს.
0
|
|