იცით, რა ხდება თქვენს ორგანიზმში, როდესაც სახსრებს ატკაცუნებთ? 17 მარტი 2015, 18:30:36
AUTO PLAY
ნეტარებაა, როდესაც შრომატევადი სამუშაოს შემდეგ თავს მოდუნების უფლებას აძლევ და ხელის თითებს ატკაცუნებ. თითქოს ამ საქციელის შემდეგ ახალი ენერგიის მოზღვავებას გრძნობ, მაგრამ ბავშვობაში, ალბათ, არაერთხელ უთქვამთ, რომ თითების ტკაცუნი ჯანმრთლობისთვის მავნებელია. ამ ვიდეოში მოთხრობილია, სინამდვილეში რა ხდება, როდესაც თითებს ატკაცუნებთ. სინოვიალური სითხე - ერთგვარი საპოხია სახსრებისთვის. იგი რაღაცით კვერცხის გულს ჰგავს. როდესაც ჩვენ სახსრებს ვჭიმავთ, სითხის გარშემო გაზის ბუშტუკები ჩნდება, რომელიც ზეწოლის შედეგად სკდება და ტკაცუნის ხმას გამოსცემს. ამასთან, აღმოჩნდა, რომ თითების ტკაცუნში ცუდი არაფერია. ამერიკელმა ექიმმა დონალდ ანგერმა ამ თეორიის ნამდვილობის შემოწმება საკუთარ თავზე გადაწყვიტა. იგი ყოველდღიურად, 60 წლის მანძილზე, მხოლოდ ერთი ხელის თითებს ატკაცუნებდა. დღეს ექიმს შეუძლია დაიკვეხნოს, რომ 60 წლის შემდეგ ართრიტი არ დამართნია. ამავე დროს, სხვა მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ეს უწყინარი ჩვევა სახსრების შეშუპებას და მოჭიდების ძალის შემცირებას იწვევს.
15
|
|