ეს 9 წლის გოგონა მსოფლიოში ყველაზე ლამაზი ბავშვია 17 მარტი 2015, 18:04:41
AUTO PLAY
9 წლის კრისტინა პიმენოვას იცნობენ, როგორც მსოფლიოში ყველაზე ლამაზ ბავშვს. მოსკოველი გოგონა პოდიუმზე 4 წლის ასაკიდან გამოდის და უკვე მოასწრო თანამშრომლობა მსოფლიოს ცნობილ დიზაინერებთან და ბრენდებთან: რობერტო კავალი, დოლჩე და გაბანა, ბენეტონი, არმანი და სხვები. ამჯერად კრისტინას ფოტოები რუსული ELLE KIDS-ის აპრილის ნომერს დაამშვენებს. კრისტინას წარმატებული სამოდელო კარიერა მისი მოდელი დედის - გლიკერია შიროკოვას დამსახურებაა. გოგონას მამა კი ვეტერანი ფეხბურთელი რუსლან პიმენოვია, რომელიც რუსეთის ნაკრებში თამაშობდა 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დროს.
1
|
|