მოსკოვში ცნობილი ქართველი ჟურნალისტის ძმა გარდაცვლილი იპოვეს 14 მარტი 2015, 12:49:02
AUTO PLAY
მოსკოვში, საკუთარ ბინაში ტელეწამყვან ოთარ კუშანაშვილის უფროსი ძმა გარდაცვლილი იპოვეს. გამოძიების წინასწარი ვერსიით, რომან კუშანაშვილი ნარკოტიკების ზედმეტი დოზის მიღებით გარდაიცვალა. ბინაში, სადაც ცხედარი იპოვეს, გამომძიებლები მუშაობენ. როგორც რუსული ტელეკომპანია НТВ-ს ცნობილმა ტელეწამყვანმა ოთარ კუშანაშვილმა განუცხადა, მისი ძმა ნარკომანების გარემოცვაში ხშირად შეუმჩნევიათ და არცთუ იშვიათად მას ფულს სთხოვდა. ბოლო ასეთი შემთხვევა წინა ღამით მოხდა. ოთარი არ გამორიცხავს, რომ მისი ძმა შესაძლოა მოეკლათ. გარდა ამისა, НТВ-ს წყაროს ინფორმაციით, იგი სამართალდამცველებს სხვადასხვა დანაშაულის - მათ შორის, ქურდობის გამო არაერთხელ დაუპატიმრებიათ.
3
|
|