გინება და ჩხუბი პარლამენტთან - ვინ დაუპირისპირდა ბოკერიას და გაბაშვილს 13 მარტი 2015, 14:52:39
AUTO PLAY
საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე რამდენიმე მონაწილე დააკავეს, მათ შორის, "თავისუფალი თაობის" ლიდერი ლადო სადღობელაშვილი. რაც შეეხება დაპირისპირების მიზეზს, პარლამენტის შენობიდან გამოსულ "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს - გიგა ბოკერიასა და გოკა გაბაშვილს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ "თავისუფალი თაობის" წევრები. დაპირისპირებაში პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე კონტრაქციის წევრები - "თავისუფალი ზონისა" და "სამართლის თაობის" წევრები ჩაერთნენ. რაც შეეხება აქციას პარლამენტის შესასვლელთან, "თავისუფალი ზონისა" და "სამართლის თაობის" წევრების აქცია კვლავ გრძელდება. აქციის მონაწილეები პარლამენტის ყველა შესავლელთან იმყოფებიან და მთავრობის გადადგომას მოითხოვენ.
2
|
|