სად დააფიქსირეს ნემცოვის მკვლელობაში ეჭვმიტანილი მკვლელობის ღამეს 11 მარტი 2015, 22:05:10
AUTO PLAY
LifeNews-ი ავრცელებს სათვალთვალო კამერით გადაღებულ კადრებს, რომელიც მოსკოვის ცენტრში, ერთ-ერთ ღამის კლუბშია გადაღებული. ვიდეოჩანაწერი ადასტურებს, რომ ბორის ნემცოვის მკვლელობაში ეჭვმიტანილ ტამერლან ესკეხანოვს მართლაც ჰქონია ალიბი, როგორც ის ამტკიცებდა. სასამართლოში ესკეხანოვმა განაცხადა, რომ პოლიტიკოსის მკვლელობის ღამეს ის სამსახურში იმყოფებოდა, რისი დამტკიცებაც მის კოლეგებს შეეძლოთ. ღამის კლუბის თანამშრომლებმა დაადასტურეს, რომ 28 თებერვალს, ღამით, ის მართლაც იმყოფებოდა ბარში, თუმცა, როგორც ცნობილი გახდა, ესკეხანოვი სულაც არ არის დაწესებულების თანამშრომელი, ის ვიპ-პერსონების პირადი მცველია. მკვლელობის ღამით, ტამერლანი ღამის კლუბში დაახლოებით 22:30 საათზე კლიენტს აცილებდა. 22:35 საათზე მამაკაცი სათვალთვალო კამერების ვიდეოჩანაწერში ჩნდება. იგი დარბაზში გადაადგილდება და იქ მყოფებს ესალმება. 22:37 საათზე ესკეხანოვი კადრებში აღარ ჩანს, თუმცა ნახევარი საათის შემდეგ დარბაზში ბრუნდება. ის ცოტა ხნით ისევ უჩინარდება, მაგრამ 23:26 საათზე კვლავ ჩნდება. ბორის ნემცოვის მკვლელობის სავარაუდო დრომდე 5 წუთი იყო დარჩენილი. შედეგად, ის ხიდამდე მისვლას და პოლიტიკოსის მოკვლას ვერ მოახერხებდა.
1
|
|