მარიუპოლი ცეცხლის ალშია გახვეული 24 იანვარი 2015, 17:42:44
AUTO PLAY
აღმოსავლეთ უკრაინაში ვითარება ამ დრომდე უკიდურესად დაძაბული რჩება. უკრაინული მედიის ინფორმაციით, "ბოევიკები" შეტევას ახორციელებენ მარიუპოლზე. ადგილობრივების განცხადებით, ქალაქის მარცხენა სანაპირო ცეცხლის ალშია გახვეული, დამწვარია საცხოვრებელი სახლები, ცეცხლი უკიდიათ მანქანებს. უკრაინული მედიის ცნობით, ამ დრომდე უცნობია ინფორმაცია დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ. ბოლო ინფორმაციით, სეპარატისტებმა დონეცკის ოლქის სოფელი კრასნი პარტიზანი დაიკავეს. უკიდურესად რთული ვითარებაა ქალაქ დებელცოვოშიც, რომელსაც მოსახლეობა ტოვებს. უკრაინის სამხედრო-პოლიტიკური კვლევითი ცენტრის დიმიტრი ტიმჩუკის ინფორმაციით, სეპარატისტები ძალთა მობილიზებას ახდენენ იასნოვატის რაიონში.
0
|
|