ცეროდენა სტრიპტიზიორი ცოლად თავისზე ორჯერ მაღალ მამაკაცს მიყვება 24 იანვარი 2015, 14:13:44
AUTO PLAY
26 წლის ოჰაიოელი ქეით ჰოფმანი, რომლის სიმაღლეც 119 სანტიმეტრს შეადგენს, სტრიპტიზიორად მუშაობს და კვირაში, 1000 დოლარზე მეტს გამოიმუშავებს. გოგონას ტანმორჩილობა თანდაყოლილი აქონდროპლაზიის შედეგია, რაც ჯუჯობას ნიშნავს. განსხვავებულობას სულაც არ შეუშლია ხელი ქეითისთვის ეგზოტიკური ცეკვების პროფესიონალი გამხდარიყო და ცხოვრების სიყვარული ეპოვა. ქეითი მეგობრის დაბადების დღეზე შეხვდა ამჟამინდელ საქმროს, ეიხ ბუშერს, რომელიც მასზე თითქმის ორჯერ მაღალია. "მე ყოველთვის მიზიდავდა მაღალი მამაკაცები, მიყვარს სიმაღლეში სხვაობა" - აღნიშნავს ქეითი. "სიმაღლეში სხვაობა რა თქმა უნდა გვიქმნის გარკვეულ პრობლემებს. მაგალითად, ქეითთან ერთად ძალიან ნელა ვსეირნობ" - ნახევრად ხუმრობით აღნიშნავს ქეითის საქმრო, რომელიც ამერიკის ჯარში მსახურობს და თავისუფალ დროს ბოქსითაა დაკავებული.
0
|
|