ზუგდიდი - დამოუკიდებლობისა ევროინტეგრაციისათვის 13 აპრილი 2014, 22:41:22
AUTO PLAY
„არა კოლაბორაციონიზმს და სამოქალაქო უპასუხისმგებლობას“ - ამ ლოზუნგით აქცია ზუგდიდის ცენტრალურ ბულვარში გაიმართა. მოძრაობა ევროინტეგრაციისა და დამოუკიდებლობისათვის წევრებმა სოლიდარობა თბილისში დაგეგმილ აქციის მონაწილეებს გამოუცხადეს. ზუგდიდი-დამოუკიდებლობისა და ევროინტეგრაციის ლიდერის ანა წითლიძის განცხადებით: „რუსეთთან ურთიერთობა იმ ფონზე როდესაც ქვეყნის ტერიტორიების 20 პროცენტი არის ოკუპირებული ეს არის მხოლოდ ფანტაზია და ილუზია, რუსეთი ისტორიულად არასოდეს იქნება კეთილი.“ აქციის მონაწილეთა განცხადებით, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია ევროინტეგრაცია ამის პარალელურად კი რუსეთთან ყველანაირი ურთიერთობა უნდა შეწყდეს გარდა დეოკუპაციის საკითხისა.
0
|
|
ესაა ცუდი, თორემ ევროინტეგრაციაზე ვინ იტყვის უარს...