ექიმბაში თანასოფლელებს აღმგზნებ პრეპარატებს აძლევდა 11 აპრილი 2014, 01:35:26
AUTO PLAY
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში ურთიერთშელაპარაკების შედეგად 49 წლის მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრეს. როგორც ადგილობრივები ამბობენ, ინცინდენტის მიზეზი სოფლის ექიმბაშის გარყვნილება გახდა, რაც ქალბატონებისთვის მკურნალობის პერიოდში აღგზნების გამომწვევი მედიკამენტების მიცემასა და მათთან სექსუალური კავშირის დამყარებაში გამოიხატებოდა. ადგილობრივები იმასაც ამბობენ, რომ ექიმბაში ინტიმურ სცენებს მობილურით იღებდა, რისი მეშვეობითაც ქალბატონებს აშანტაჟებდა და შემდგომში მათ სექსუალურ კავშირს აიძულებდა. სოფლის ექიმბაშის დაჭრაში ბრალდებული პოლიციამ დააკავა. ბრალდებულის დედა აცხადებს, რომ თვითნასწავლი ექიმის პაციენტებთან ინტიმური კავშირის თვითმხილველი მისივე შვილი გახდა, რაც შემდეგ თავის ბიძაშვილს უამბო. სახლს, სადაც ინცინდენტი მოხდა, თანასოფლელებისგან საპატრულო პოლიცია იცავს. დაჭრილი ექიმბაში ამ ეტაპზე კლინიკა „მედინაში“ რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. როგორც ექიმები აცხადებენ პაციენტის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია. სოფლის მოსახლეობა ექიმბაშის ლინჩის წესით გასამართლებას ითხოვს.
3
|
140.00
k
225.00
k
|
უამრავი ქალიდან ვერცერთმა ვერ გაბედა ხმის ამოღება თავის დროზე. საქართველოში ამის გაკეთება სამწუხაროდ ძალიან ძნელია, რითAც ხშირად მოძალადეები სარგებლობენ.