უგულავა: კარგი ამინდი გამოვიდა და შეგვიძლია, კარავი დავცეთ და ვიბირჟაოთ 8 აპრილი 2014, 15:09:39
AUTO PLAY
საქალაქო სასამართლოში რიყის გასხვისების საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. გიგი უგულავას განცხადებით, ბრალდების მხარე მტკიცებულებების გამოკვლევას განგებ აჭიანურებს დროში, რათა არჩევნების პერიოდს არ დაემთხვეს საქმის დასრულება. ამასთან, როგორც ბრალდებულმა გიგი უგულავამ სასამართლო ხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, ბრალდება უნდა გადავიდეს საქმის მნიშვნელოვანი მოწმეების დაკითხვაზე. დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარე სასამართლო მტკიცებულებების გამოქვეყნებას აგრძელებს. დღეს იგეგმება ბრალდების ხუთი მოწმის დაკითხვა. ესენი არიან ის ექსპერტები, რომლებიც ბრალდების მხარის ინფორმაციით, რიყის გასხვისების ეპიზოდზე მუშაობდნენ და მათ მიერ არის მომზადებუილი რამდენიმე დასკვნა. ,,დღევანდელ პროცესს პირდაპირი მნიშვნელობით ჰქვია მელამ თავის კუდი მოწმედ მოიყვანა. იმიტომ, რომ ყველა მოწმე, რომელიც დღეს დაიკითხება სხვადასხვა სახელმწიფო უწყებას წარმოადგენს და შესაბამისად მათ მიერ დაწერილი დასკვნები, პირდაპირ არის ნაკარნახები პროკურატურის მიერ. არის მთელი რიგი მოწმეები, რომლებიც უფრო საკვანძო თანამდებობებზე იყვნენ ან საკვანძო პირები არიან, დაწყებული იგივე ჯოზეფ ქეით და დამთავრებული თუნდაც დავით იაკობაშვილით, რომელიც საერთოდ არ დაკითხულა. არის კიდევ რამდენიმე გვარი, რომელთა ჩვენება სასამართლოს უფრო სწრაფად მისცემს შესაძლებლობას, გაარკვიოს, ვინ არის მტყუანი და ვინ არის მართალი და არ მოგვიწოს აქ ყოველდღე ყოფნა. კარგი ამინდი გამოვიდა და შეგვიძლია უკვე კარავი დავცეთ აქ, ვიყოთ და ვიბირჟაოთ ყველამ ერთად სასამართლოს ეზოში’’, - აცხადებს გიგი უგულავა.
0
|
|