ეკვადორში ვულკანის ამოფრქვევამ 10 კილომეტრიანი ნაცრიანი ღრუბელი წარმოშვა 7 აპრილი 2014, 18:07:01
AUTO PLAY
ეკვადორში ვულკანი ამოიფრქვა და უზარმაზარი ნაცრის ღრუბელი წარმოშვა, რომელიც დაახლოებით 10 კილომეტრს აღწევდა. აღნიშნული ვულკანი ეკვადორის დედაქალაქ კიტოს სამხრეთით მდებარეობს. ვულკანი პარასკევს გააქტიურდა და ნაცრიანი ღრუბლების ნახვა მხოლოდ ხუთი წუთის განმავლობაში იყო შესაძლებელი. ვულკანი 1999 წლიდან აქტიურია, თუმცა მსგავსი მოვლენები განსაკუთრებით ბოლო ორი თვის განმავლობაში გახშირდა. ეკვადორში ეს 8 აქტიური ვულკანიდან ერთ-ერთია.
0
|
|