8 წლის გოგონა ღმერთის სახელით სიმსივნეს და შიდს კურნავს 3 აპრილი 2014, 21:45:43
AUTO PLAY
ბრაზილიაში მცხოვრები 8 წლის გოგონა ალან სანტოსი ნამდვილ საოცრებებს ახდენს. ადგილობრივების მტკიცებით, გოგონა ისეთ დაავადებებს კურნავს, როგორიცაა შიდსი და სიმსივნური დაავადებები. მისი მამა, ადაუტო, ფაველაში მდებარე ეკლესიის პასტორია. ადაუტოს თქმით, როდესაც მისი გოგონა პაციენტს ხელით ეხება, ადამიანი მიწაზე უგონოდ ეცემა და შოკში ვარდება. კვირაში ორჯერ ნებისმიერ ადგილობრივს შეუძლია, მივიდეს ეკლესიაში და ჰქონდეს იმედი, რომ განიკურნება. „ჩემი ლოცვის შემდეგ, ღმერთი სასწაულებს ახდენს", - აცხადებს ალანი. როგორც მისი მამა აცხადებს, გოგონა მხოლოდ ინსტრუმენტია, სასწაულებს კი იესო ქრისტე სჩადის.
0
|
|