გაუჩინარებული ბოინგ-777-ის ახალი მტკიცებულებები 31 მარტი 2014, 19:41:34
AUTO PLAY
მალაიზიის ბოინგ 777-ის რეისი 370-თან დაკავშირებით გაჩნდა ახალი, იმედის მომცემი მტკიცებულებები. თვითმფრინავში მყოფი ადამიანების ახლობლები მალაიზიის მთავრობისგან ითხოვენ, წარმოადგინონ მტკიცებულებები მათი დკარგული ოჯახის წევრებისა და ნათესავების შესახებ. იდეალურმა მეტეოროლოგიურმა პირობებმა, ავსტრალიურ ეკიპაჟს მისცა შესაძლებლობა, აღმოეჩინათ ახალი ობიექტი. მათ ინდოეთის ოკეანის ზედაპირზე შენიშნეს 4 ნარინჯისფერი საგანი. გადაუღეს ფოტოები და გადააგზავნეს კოორდინატები, თუმცა ლეიტენანტი ადამსი აცხადებს, რომ ეკიპაჟს არ შეუძლია დანამდვილებით დაადგინოს, არის თუ არა ეს ბოინგის შემადგენელი ნაწილი. დაზარალებული ოჯახები მალაიზიაში პირველადი დათვალიერებისთვის ჩამოვლენ. ხელისუფლება გაანალიზებს აღნიშნულ ფოტო მასალებს და მიიღებს გადაწყვეტილებას, გაუშვას თუ არა გემის ეკიპაჟი ნაწილების გადმოსატანად.
0
|
|