ინდოეთის ოკეანეში აღმოჩენილი ობიექტები შესაძლოა დაკარგულ თვითმფრინავს ეკუთვნოდეს 24 მარტი 2014, 19:32:23
AUTO PLAY
ფრანგულმა სატელიტებმა ინდოეთის ოკეანის სამხრეთ ნაწილში აღმოაჩინეს ობიექტები, რომელიც შესაძლოა, მალაიზიის ავიაკომპანიის დაკარგულ თვითმფრინავს ეკუთვნოდეს. გავრცელებული ინფორმაციით, რადარებმა რამდენიმე ობიექტი ავსტრალიის ქალაქ პერტიდან 2 300 კმ-ში დააფიქსირეს. თვითმფრინავი MH370 8 მარტს გაუჩინარდა. ბორტზე 239 ადამიანი იმყოფებოდა. ბოინგი კუალა ლუმპურიდან პეკინის მიმართულებით მიფრინავდა.
0
|
|