"ხშირად ესმით ხმა: გადმოხტი!" 24 მარტი 2014, 17:51:10
AUTO PLAY
"ერთად შევცვალოთ დამოკიდებულება" - ეს ახალი ანტინარკოტიკული კამპანიის სლოგანია, რომლის პრეზენტაციაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში გაიმართა. უწყებაში ე.წ. ბიოს მოხმარების წინააღმდეგ საგანმანათლებლო კამპანიის ფარგლებში მომზადებული ვიდეორგოლები აჩვენეს. პრეზენტაციას შს მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი ლევან ყიფიანი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური და ვიდეორგოლებში მონაწილე ექიმები დაესწრნენ.
3
|
|