17 წლის გოგონამ, რომელსაც სხვა მამაკაცზე ათხოვებდნენ, კახეთში თავი მოიკლა 19 მარტი 2014, 19:55:17
AUTO PLAY
თელავის რაიონის სოფელ ყარაჯალაში 17 წლის გოგონამ თავი ცეცხლსასროლი იარაღით მოიკლა, - ინფორმაციას ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს. არაოფიციალური ინფორმაციით, თვითმკვლელობის მიზეზი გოგონას გათხოვების შესახებ ოჯახის გადაწყვეტილება გახდა: მშობლები გოგონას ტრადიციის მიხედვით ნიშნავდნენ, მას კი სხვა მამაკაცი უყვარდა. გოგონა საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. დაღუპულს ჭრილობები ყელისა და მკერდის არეში ჰქონდა მიყენებული.
2
|
|