წარუმატებელი გაუპატიურების მცდელობის შემდეგ მანიაკი პოლიციას ლიფტში დაემალა 17 მარტი 2014, 21:41:31
AUTO PLAY
რუსეთის ქალაქ სარატოვის მკვიდრი გაუპატიურებას შემთხვევით გადაურჩა. 23 წლის გოგონა ღამით საკუთარი სახლის სადარბაზოში შევიდა და ლიფტი გამოიძახა ისე, რომ მის ზურგს უკან მდგომი უცნობი მამაკაცი ვერ შეამჩნია. როდესაც კაბინა პირველ სართულზე გაჩერდა, მამაკაცი გოგონას ლიფტში შეჰყვა, დანა ამოიღო და მუშტი რამდენჯერმე დაარტყა. პოტენციურმა მსხვერპლმა ყვირილი ატეხა. მისი ხმა მეზობლებმა გაიგეს და პოლიცია გამოიძახეს. სამართალდამცავები რამდენიმე წუთში შემთხვევის ადგილზე მივიდნენ. გოგონამ როგორღაც მოახერხა ლიფტიდან გაქცევა. მოძალადემ კი, რომელიც მიხვდა, რომ კარს მიღმა პოლიციელები ელოდნენ, ლიფტიდან გამოსვლაზე უარი თქვა და კარი დაბლოკა. ოთხი საათის მოლაპარაკების შემდეგ სამართალდამცველებმა იგი გამოსვლაზე დაითანხმეს და იქვე დააპატიმრეს.
2
|
1099.00
k
1499.00
k
|