როგორ ცდილობს რუსეთის მხარეს გადასული სარდალი უკრაინელი ჯარისკაცების გადაბირებას 5 მარტი 2014, 22:10:06
AUTO PLAY
ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების ყოფილი სარდალი დენის ბერეზოვსკი ცდილობს სამხედროები მაღალი ხელფასების, სოციალური დახმარებების დაპირებით რუსეთის მხარეს გადაიბიროს. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბერეზოვსკი ყირიმის ხელისუფლების მხარეს გადავიდა. მოგვიანებით, უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა დენის ბერეზოვსკის წინააღმდეგ, "სახელმწიფოს ღალატის" ბრალდებით.
0
|
|