ყირიმელი თათრები უკრაინელ ჯარისკაცებს აპურებენ 5 მარტი 2014, 16:37:41
AUTO PLAY
უკრაინული ტელეკომპანია ТСН ემოციურ ვიდეომასალას ავრცელებს, რომელშიც ჩანს, როგორ აპურებენ ყირიმელი თათრები სამხედრო ნაწილში მყოფ უკრაინელ ჯარისკაცებს. "ბიჭებო, მთავარია გახსოვდეთ, სამშობლო თქვენთანაა!" - ამ სიტყვებით მიმართავს თანამემამულე ჯარისკაცს მამაკაცი, რომელიც მას პურს, დაკონსერვებულ საჭმელს და თამბაქოს აწვდის. ყირიმელ თათრებს სამხედროებისთვის ცხელი სადილიც მიაქვთ. ტელეკომპანიის ინფორმაციით, კადრები ბახჩისარაიშია გადაღებული.
0
|
|