მამა გაბრიელის საფლავის გახსნა დაიწყო - პირველი კადრები 22 თებერვალი 2014, 10:13:46
AUTO PLAY
სამთავროს ფერიცვალების დედათა მონასტერში მამა გაბრიელის საფლავის გათხრა დაიწყო. მონასტერში იმყოფებიან მხოლოდ მონაზვნები, სასულიერო პირები, საპატრიარქოს წარმომადგენლები და ის ადამიანები, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობენ საფლავის გათხრაში. მომლოცველებს კი დაახლოებით 18:00 საათიდან მონასტერში უკვე აღარ უშვებდნენ. ასევე, მათთვის შეზღუდვებია დაწესებული მონასტრის გარე ტერიტორიაზეც, რადგან მონასტრის შესასვლელი გადაკეტილია ჯებირებით. მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე დგანან სამხედროები, ასევე, იმყოფებიან საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები. ადგილზე უკვე შეკრებილები არიან მოქალაქეები, მომლოცველები, რომლებიც სხვადასხვა კუთხიდან არიან ჩასული. ისინი მონასტერთან ანთებენ სანთლებს და ლოცულობენ. მცხეთაში უკვე გადაკეტილია ქუჩები და შეზღუდულია ავტოსატრანსპორტო მოძრაობა. წესრიგს საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები იცავენ.
3
|
1099.00
k
1499.00
k
|