ვენესუელაში სილამაზის კონკურსის გამარჯვებული მოკლეს 20 თებერვალი 2014, 20:12:22
AUTO PLAY
იანვარში მსოფლიო შეძრა "მის ვენესუელა" მონიკა სპირის მკვლელობის ფაქტმა. ახლახან ტყვიას კიდევ ერთი ვენესუელელი "სილამაზის დედოფალი" ემსხვერპლა. ვენესუელაში, კარაბობოს შტატის ქალაქ ვალენსიაში 22 წლის ხენესის კარმონა ქვეყანაში გამართული საპროტესტო აქციის დროს მოკლეს. 22 წლის პროფესიონალი მოდელი და სილამაზის კონკურს "მის ტურიზმის" გამარჯვებული კარმონა უნივერსიტეტში მარკეტინგის სპეციალობას ეუფლებოდა. დაჭრილი გოგონა მოტოციკლეტით გადაიყვანეს საავადმყოფოში, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. კარმონა შეიარაღებულ თავდამსხმელს ემსხვერპლა, რომელმაც ანტისამთავრობო პროტესტის მონაწილეებს ცეცხლი გაუხსნა. დემონსტრაციაზე 5 ადამიანი მოკლეს. ვენესუელის ოპოზიცია დაღუპულ და დაჭრილ ადამიანებზე პასუხისმგებლობას მთავრობის მომხრე შეიარაღებულ ძალებს აკისრებს.
0
|
1099.00
k
1499.00
k
|