მორიგი მსხვერპლი უკრაინაში: ხმელნიცკის ოლქში მომიტინგეები ჩაცხრილეს 20 თებერვალი 2014, 09:25:26
AUTO PLAY
ერთი ადამიანი მოკლეს უკრაინის ქალაქ ხმელნიცკში უშიშროების სამსახურის საოლქო სამმართველოს შტურმის დროს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. "უშიშროების სამსახურის ცენტრალური შესასვლელის შტურმისას გარდაცვლილი ქალბატონი წინ იდგა. სხვადასხვა მონაცემებით, მას გულ-მკერდის არეში 6-დან 8 ტყვიამდე აქვს მოხვედრილი. ქალბატონი სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანაში გარდაიცვალა", - წერს vsim.ua. ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია ორი დაჭრილის შესახებ. უკრაინული მედიის ცნობით, ხმელნიცკის უშიშროების სამსახურის შენობასთან შეკრებილებს შენობის ცენტრალური შესასვლელიდან და გვერდითა კარიდან ესროდნენ.
0
|
1099.00
k
1499.00
k
|