ლვოვში აქტივისტებმა შინაგანი ჯარის ბაზა გადაწვეს 19 თებერვალი 2014, 16:15:29
AUTO PLAY
ლვოვში აქტივისტებმა შინაგანი ჯარის ბაზა გადაწვეს. როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, აქტივისტებმა ცეცხლი ჯერ შინაგანი ჯარის საკონტროლო-გამშვებ პუნქტს მოუკიდეს, შემდეგ კი ყაზარმას. შინაგანი ჯარების ნაწილთან დაახლოებით 30 000-მდე აქტივისტი იყო შეკრებილი. ისინი ბაზის მიმართულებით მოლოტოვის კოქტეილებს და ხმაურიან გრანატებს ისროდნენ. ადგილზე მობილიზებულები არიან მეხანძრეები, რომლებიც ამ დრომდე ცდილობენ ხანძრის ჩაქრობას.
0
|
1099.00
k
1499.00
k
|