თემქაზე 69 წლის ქალი მოკლეს: მეზობლები სხვადასხვა ვერსიაზე საუბრობენ 15 თებერვალი 2014, 14:59:33
AUTO PLAY
თემქაზე ხანშიშესული რუსი ეროვნების ქალი საკუთარ სახლში მოკლული იპოვეს. მკვლელობის ბრალდებით, ცხელ კვალზე უკვე დაკავებულია მამაკაცი. ზინაიდა ისაკოვას მეზობლები და ახლობლები თემქაზე მომხდარი მკვლელობის სხვადასხვა ვერსიებზე საუბრობენ. როგორც მოკლულის ერთ-ერთმა მეზობელმა განაცხადა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ მკვლელობაში ეჭვმიტანილმა ზინაიდა ისაკოვას სახლიდან პლაზმური ტელევიზორი მოიპარა. კიდევ ერთი მეზობლის ინფორმაციით, ქალბატონი დაცულად ცხოვრობდა და ბინის კარამდე ჰქონდა გისოსები. შესაბამისად, როგორც მეზობელი ამბობს, ისაკოვა მკვლელობაში ეჭვმიტანილს სავარაუდოდ იცნობდა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მის ბინაში შესვლის საშუალება არ ექნებოდა. მეზობლების ინფორმაციით, ზინაიდა ისაკოვას რამდენიმე ძაღლი ჰყავდა სახლში, რის გამოც დანაშაულის ჩადენის მომენტში განსაკუთრებული ხმაურით ისინი არ დაინტერესებულან. მათი ინფორმაციით, 69 წლის ქალბატონი და მკვლელობაში ეჭვმიტანილი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იყვნენ და მათ შორის სავარაუდოდ ურთიერთშელაპარაკება მოხდა. დღეს, მკვლელობის ადგილას მივიდნენ ზინაიდა ისაკოვას ნათესავები, რომლებმაც აღნიშნეს, რომ ბლაგვი საგნის ჩარტყმის შემდეგ, ქალი წინდით არის დამხრჩვალი. ნათესავები ჩატარებული ექსპერტიზის შედგებს უახლოეს საათში ელოდებიან. თემქაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. როგორც უწყების განცხადებაშია ნათქვამი, მკვლელობაში ბრალდებულის დაკავება ქარელის რაიონში მოხდა. მათივე ინფორმაციით, ბრალდებული წარსულში ნასამართლევია.
1
|
1099.00
k
1499.00
k
|