ქალმა 60 საათი გაატარა საკანალიზაციო ჭაში, სადაც მისმა შეყვარებულმა ჩააგდო 14 თებერვალი 2014, 20:48:59
AUTO PLAY
ჩინეთის ქალაქ ჰაიკუში ქუჩის სათვალთვალო კამერამ შემზარავი ფაქტი დააფიქსირა: მამაკაცმა თავისი შეყვარებული საკანალიზაციო ჭაში ჩააგდო, სადაც ამ უკანასკნელმა 60 საათი გაატარა. კადრებში ჩანს, როგორ მოემზადა მამაკაცი წინასწარ დანაშაულისთვის. გოგონა თავმოხდილ ჭასთან მიიყვანა, შიგ ჩააგდო და ადგილი საგულდაგულოდ შენიღბა ლუქით. შიმშილისა და წყურვილისგან დაუძლურებულმა ქალმა ორმოდან ამოძრომა, მრავალი მცდელობის მიუხედავად, ვერ შეძლო. მესამე დღეს მისმა განწირულმა ყვირილმა გამვლელების ყურადღება მიიქცია, რომლებმაც ქალი ორმოდან ამოიყვანეს.
0
|
1099.00
k
1499.00
k
|