24 წლის რუსმა საზღვაო ქვეითმა ტაძარში მონაზონი და მრევლი დაცხრილა 9 თებერვალი 2014, 17:45:59
AUTO PLAY
რუსეთის კუნძულ სახალინზე შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი ტაძრის შიგნით გახსნა. სროლის შედეგად გარდაიცვალა ორი ადამიანი: ეკლესიის მონაზონი და მრევლის წევრი, ხოლო ექვსი პირი დაიჭრა, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. თვითმხილველების თქით, ახალგაზრდა მამაკაცმა ხატებსაც ესროლა და ჯვარიც დაამტვრია. ამასთან იგი ქრისტიანობისა და მორწმუნეების მიმართ სიძულვილის შემცველ სიტყვებს გაჰყვიროდა. როგორც სამართალდამცავები იუწყებიან, 24 წლის ბოროტმოქმედი, რომელმაც 8 ადამიანი დასაცხრილად გაიმეტა, საზღვაო ქვეითად მსახურობდა და მანამდე საერთოდ არ ჰქონია ჩადენილი სერიოზული დანაშაული. ქალაქ სამხრეთ-სახალინსკის გამომძიებლების თქმით, ამჟამად იგი დაკავებულია და მალე ბრალსაც წაუყენებენ.
1
|
|