ვინ არის გოგონა, რომელიც ოლიმპიადის გახსნაზე პუტინის გვერდით იჯდა 9 თებერვალი 2014, 09:33:03
AUTO PLAY
სოჭის ოლიმპიადის გახნის ცერემონიალზე, მაყურებლების განსაკუთრებული ყურადღების ობიექტი გახდა რუსეთის პრეზიდენტის გვერდით მჯდომი უცნობი ქერა ქალბატონი. როგორც გაირკვა, პუტინს გვერდს უმშვენებდა ბობსლეისტი ირინა სკვორცოვა, რომელიც 2009 წელს მიღებული ტრავმის შემდეგ, აქტიურ სპორტს ჩამოშორდა. სააგენტო " ИТАР-ТАСС"-თან საუბრის დროს, ირინა გამოტყდა, რომ მისთვის დიდი პატივი და ამასთან, დიდი პასუხისმგებლობა იყო, ქვეყნის პრეზიდენტთან ერთად ეცქირა წლის მთავარი სპორტული ღონისძიებისთვის. სპორტსმენის თქმით, იმის შესახებ, რომ ვლადიმერ პუტინის გვერდით მოუწევდა ჯდომა, შოუს გახსნამდე 20 წუთით ადრე შეიტყო. სკვორცოვას თქმით, პრეზიდენტი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობით დაინტერესდა და მისგან ოლიმპიადის გახსნის ცერემონიის შთაბეჭდილებები მოისმინა. 2009 წელს, გერმანიაში ერთ-ერთი შეჯიბრის დროს ბობსლეისტმა უმძიმესი ტრავმა მიიღო. მსაჯის შეცდომის გამო, გოგონების წყვილი ტრასაზე დაშვებისას მთელი სისწრაფით შეასკდა მამაკაცების წყვილს. შედეგად, ირინა სკვორცოვამ საავადმყოფოში 4 თვე გაატარა და 50-მდე ოპერაცია გადაიტანა.
0
|
1099.00
k
1499.00
k
|