ავარიის შემდეგ მიტოვებული მანქანიდან პატრულმა საბრძოლო მასალა ამოიღო 7 თებერვალი 2014, 17:58:36
AUTO PLAY
შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს სამართალდამცველებმა ზუგდიდის რაიონის სოფელ ტყაიაში მოძრავი "ბე-ემ-ვე"-ს მარკის ავტომანქანა საეჭვოდ მიიჩნიეს და მძღოლს გაჩერება მოსთხოვეს, რასაც ის არ დაემორჩილა. პოლიციელებმა დაუმორჩილებლობის საფუძველზე ავტომობილის დევნა განახორციელეს, რა დროსაც "ბე-ემ-ვე"-ს მძღოლმა ავტოსაგზაო შემთხვევა მოახდინა. მძღოლმა და მისმა თანამგზავრმა დაზიანებული მანქანა მიატოვეს და მიიმალნენ. სამართალდამცველებმა მიტოვებული მანქანიდან უკანონო იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს. დადგენილია ორივე პირის ვინაობა, მიმდინარეობს საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები.
0
|
1099.00
k
1499.00
k
|