ბათუმში მარიხუანას რეალიზატორი და მომხმარებელი დააკავეს 5 თებერვალი 2014, 13:43:03
AUTO PLAY
შსს-ს აჭარის მთავარი სამმართველოს უბნის ინსპექტორების სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1978 წელს დაბადებული აკაკი თ. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების ბრალდებით, ხოლო 1985 წელს დაბადებული მინდია დ. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ბათუმში დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ მინდია დ-მ ნარკოტიკული საშუალება მარიხუანა აკაკი თ-სგან შეიძინა. მინდია დ-ს პირადი ჩხრეკისას 1,064 გრ, ხოლო მისი სახლის ჩხრეკისას 9,405 გრ გამომშრალი მარიხუანა ამოიღეს. სამართალდამცველებმა ბათუმში, აკაკი თ-ს საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკისას 5,12 გრ გამომშრალი მარიხუანა, ხოლო ქედის რაიონის სოფელ სილიბაურში, მისივე საცხოვრებელი სახლიდან 145,76 გრ გამომშრალი მარიხუანა, გლუვლულიანი 3 სანადირო თოფი, 1 შაშხანა, "ა-კა-ეს 47"-ის მოდელის 1 ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, "ა-კა-ემ 47"-ის მოდელის 1 ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 3 მჭიდი და სხვადასხვა კალიბრის 118 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს. ნარკოლოგიურმა ექსპერტიზამ დაადგინა, რომ მინდია დ. დაკავებისას ნარკოტიკული საშუალება მარიხუანას ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.
0
|
1099.00
k
1499.00
k
|