წყალტუბოში 20 წლის მამაკაცი ჰეროინის შეძენა-შენახვისთვის დააკავეს 5 თებერვალი 2014, 13:34:43
AUTO PLAY
შინაგან საქმეთა სამინისტროს წყალტუბოს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით 1994 წელს დაბადებული ვასილ ჯ. წყალტუბოში, რუსთაველის ქუჩაზე დააკავეს. სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას 0,73 გრ ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით, 0,3285 გრ ჰეროინს შეიცავს. ნარკოლოგიური შემოწმებით, ბრალდებულს ოპიუმის ჯგუფის ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი დაუდგინდა. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით).
0
|
|