პარაშუტისტს ჰაერში გული წაუვიდა 1 თებერვალი 2014, 16:59:24
AUTO PLAY
25 წლის ჯეიმს ლი უილტშირში მეგობრებთან ერთად პარაშუტით ხტომაში იღებდა მონაწილეობას. 4 ათასი მეტრის სიმაღლეზე მას სხვა პარაშუტისტი დაეჯახა, რის შემდეგაც ჯეიმსმა გონება დაკარგა. საბედნიეროდ, სხვა ექსტრემალებმა შენიშნეს, რომ ლი მათ მინიშნებებზე არ რეაგირებდა და მიწისკენ უკონტროლოდ მიფრინავდა, ამიტომ მისი პარაშუტი გახსნეს და ჯეიმსი უსაფრთხოდ დაუშვეს მიწაზე. საჰაერო დრამა სპორტსმენების ჩაფხუტებზე დამაგრებულმა ვიდეოკამერებმა აღბეჭდა.
1
|
|