ექიმების ვარაუდით, შუმახერი კომიდან გამოსვლას შეძლებს 5 იანვარი 2014, 21:21:35
AUTO PLAY
მიხაელ შუმახერის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ კრიტიკულია, თუმცა სტაბილური. ამ ინფორმაციას მრბოლელის პრესატაშე ავრცელებს. მისი ინფორმაციით, შუმახერს ორმხრვი ჰემატომა აქვს, რომელიც საფრთხეს უქმნის ტვინის მარჯვენა მხარის ფუნქციონირებას. პრესატაშეს ინფორმაციით, ექიმები ვარაუდობენ, რომ სპორტსმენი კომატოზური მდგომარეობიდან გამოსვლას შეძლებს. შეგახსენებთ, მიხაელ შუმახერმა ტრავმა 29 დეკემბერს საფრანგეთის ალპებში თხილამურებით სრიალის დროს მიიღო.
0
|
|