ყინულის შტორმი კანადაში 30 დეკემბერი 2013, 19:16:24
AUTO PLAY
კანადას ყინულის შტორმი უტევს. ყველაზე რთული მდგომარეობა ონტარიოს პროვინციაშია, სადაც დაახლოებით 30 ათასი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.რამდენიმე რეგიონში შეზღუდულია სატელეფონო კავშირიც. სამაშველო ჯგუფები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ და ქუჩებს თოვლისგან ათავისუფლებენ. დამაიმედებელ პროგნოზს სინოპტიკოსები ვერ აკეთებენ. მათი ვარაუდით, ქვეყანაში უამინდობა კიდევ რამდენიმე დღე გაგრძელდება.
1
|
|