კალაძე ავტომობილების შესყიდვის ფაქტს ეხმაურება 30 დეკემბერი 2013, 19:10:27
AUTO PLAY
ვიცე-პრემიერი, პარტია "ქართული ოცნების" გენერალური მდივანი კახა კალაძე სახელმწიფო უწყებების მიერ მაღალი გამავლობის ავტომობილების შესყიდვის ფაქტს გამოეხმაურა.ვიცე-პრემიერი მიიჩნევს, რომ ავტომობილების შესყიდვა დასარეგულირებელია და ეს საკითხი ჯერ კიდევ წინა მთავრობას უნდა მოეგვარებინა."პროცედურული ეტაპების გავლის შემდგომ, რეგულაციები მალე შევა ძალაში – გახდება საჯარო და ნებისმიერი საჯარო მოხელე, რომელიც მოახდენს გადაცდომას, პასუხს აგებს უკვე არა მარტო თავისი მორალის და საზოგადოების წინაშე, არამედ კანონის წინაშეც", - აცხადებს კალაძე.
0
|
1099.00
k
1499.00
k
|