არ შემიტოკდე საქართველოვ,ძირძველო მუხავ.. 3 მარტი 2013, 12:45:44
AUTO PLAY
არ შემიტოკდე საქართველოვ,ძირძველო მუხავ.. (ისევ დამესიზმრე...) არ შემიტოკდე, არ წამექცე ძირძველო მუხავ, შენს თითო ფესვზე თითო პაპის ძვალი ჰკიდია, ავის მკადრებელთ საკადრისი პასუხი უთხარ, ცდილობენ, მაგრამ შენ ვერასდროს ვერ გაგყიდიან. იფეთქე კვლავაც ამოყარე ფოთლები უხვად, აგვიშრიალდი, დავეჩვიეთ შენგან გმირობას, თუ სადმე გტკივა, მე მოგირჩენ ბებერო მუხავ, ჩემს ცოდვილ სხეულს დავაფარებ გახსნილ ჭრილობას. რა პატარა ხარ,ხელისგულზე ეტევი ღმერთის, და რა დიდი ხარ, სიყვარულიც ვერ გაწვდენს ხელებს, არსობა შენი, უსასრულო იმედებს ერთვის, თავად უფალი გიხატავს და გიძერწავს ფერებს. გაუძელ ჩემო, თუ აგაჭრეს სადმე იმედი, ნუ დაღონდები, მადლიანო, მწუხარე ნუ ხარ. ერთი სიცოცხლე გამაჩნია მსხვერპლი მცირედი, გაღიმებული განაცვალებ ძირძველო მუხავ. გულში საკრავო, სულში მყოფო, იმატე ყლორტი, არ დამიღონდე, თავად იცი ღმერთი დიდია, თუკი უგნურმა დაუნდობლად შეგაჭრა ტოტი, უთხარი ღმერთო, რომ მის სხეულს ვერ გაყიდიან.. არ შემიტოკდე,არ გაგიწყდეს ფესვები სადმე მადლია ისიც, დათმინებას უფალი თუ სცდის, დგას საქართველო ტანაყრილი, მადლიან ცამდე და უფლის მოსვლას დათმენილი ტკივილით უცდის. / ნანა მეფარიშვილი / http://www.facebook.com/nanchomeparishvili
7
|
|