მესროლეთ 3 მარტი 2013, 11:42:05
AUTO PLAY
მესროლეთ მესროლეთ, სიცოცხლეს დაემსხვრას ბორკილი, გამუქდა ზეცა და ცოდვილი სამყარო.. ყორანო, შენ დღესაც, რა ცივად მომკივი, მესროლეთ, რომ სიკვდილს სიცოცხლე გავყარო. დაღლილი ნატვრები უფლის წინ დავაწყვე, სამშობლო ამტკივდა, შორი და უჩემო, არც არა ვეცადე, ვერც ვერა გავაწყვე, მესროლეთ, იქნება ტკივილებს ვუშველო. სისხლი და ცრემლები ქართველთა ხვედრია, ღალატში გაცვლილი ბინძური ქაღალდი, და როცა ურცხვობა სინდისზე მეტია, არც არსად გაისმის შენდობის ღაღადი. დაცალეთ ვაზნა და ის ერთი ჩატოვეთ, მე უკვე ვიწვნიე ცამეტჯერ სიკვდილი, მესროლეთ, მე გუშინ სამშობლო დავტოვე, ახლა კი, უზნეოდ ნატვრებში მისვტირი. დავტოვე წყალობა, შორიდან ვღაღადებ, ან მშობელის ტკივილი, როდემდე მესმოდეს, ოღონდაც, მტრის ხელით მესროლეთ მანამდე, ვიდრე ხვალ, ქართველი ზურგიდან მესროდეს. მესროლეთ, რა მოხდა სიკვდილიც წესია, მიბორგავს სული და უკუნეთს მიაპობს, მე ვინ ვარ... მოვკალით წმიდანი მესია, ჩემში კი, მისხალი შუქიც არ კიაფობს. ამ ტყვიით, რამდენჯერ დამიჭრეს მამული, დღეს, ყველა მათგანი გულზე მაქვს დაყრილი, უძღები შვილი ვარ, ვერ ვიცავ, არ ვუვლი, საკუთარ ცოდვებზე ხმამაღლა გავყვირი. არც ცრემლის ღირსი ვარ, არც ვინ გამაცილოთ, მკვდარიც კი ჩამქოლეთ, კვნესა თუ აღმომხდეს, მესროლეთ, ოღონდაც გულს არ ააცილოთ, უკან სამშობლო დგას და იმას არ მოხვდეს. / ნანა მეფარიშვილი / http://www.facebook.com/nanchomeparishvili
3
|
1099.00
k
1499.00
k
|