ჩემო სამშობლო 3 მარტი 2013, 10:43:23
AUTO PLAY
ჩემო სამშობლო მითხარ,ამ მიწას ვინ მოჰფინა მადლი წყალობად, მითხარ,სადა აქვს დასაწყისი უმკაცრესს რიონს, მითხარ,რომ შევძლო,ამოვცალო ლოცვა გალობად, ცოდვილი თვალი გავუსწორო უწმინდესს სიონს. მითხარ, სადა აქვს ამ მთა-ბარებს თავი და ბოლო, რომ ასე გრძნობით ქვეყანაზე არსად მღერიან, ვინ გვიანდერძა შენი მიწა გიყვარდეთ მხოლოდ, რომ უფრო დიდი საგანძური არაფერია. სად დაარწიეს საქართველოს ყრმობის აკვანი, ვით აწოვებდა ცხრა ძმას ერთი დიაცი ძუძუს. ქართულ მიწაზე რომ ეზიდა ქართველს ჭაპანი, სხვათა მიწაზე ვერ ნახავდით მონობით უძლურს. მითხარ,ამ ტაძრებს ვინ ჩაადგა გუმბათში ჯვარი, ღვთივ კურთხეული რად უწოდეს მიწას მადლიან, მითხარ,რომ იქნებ მეც გამოვხსნა სამოთხის კარი და მსხვერპლად მივცე ქართულ მიწას რაც მაბადია. ქვეყნად არა მაქვს არაფერი სიმდიდრის მსგავსი, ვდგავარ მიწაზე და ცა მხურავს სათენებელი, მაქვს უთვალავი იმედები,მომავლის მრწამსი და საქართველო,დედასავით საფერებელი. / ნანა მეფარიშვილი / http://www.facebook.com/nanchomeparishvili
2
|
|