x
მეტი
  • 25.12.2024
  • სტატია:139029
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512592
წყვილმა 2-სართულიანი ავტობუსი შეიძინა და ოცნების სახლად გადააქცია

სახლი — არის ადგილი, სადაც თავს კარგად გრძნობ. მაგრამ, როდესაც 26 წლის ჩარლი მაკვიკარი (Charlie MacVicar) და 27 წლის ლუკე უოკერი (Luke Walker) შეუღლდნენ, იცოდნენ, რომ ბინასთან დაკავშირებულ უზარმაზარ ხარჯებს ვერ გასწვდებოდნენ. ამიტომ, წყვილმა ალტერნატივის ძებნა დაიწყო...


image


რადგან ჩარლის მამას მიწის ნაკვეთი ჰქონდა ესექსში (დიდი ბრიტანეთი), რომელზეც ახალგაზრდებს ცხოვრება შეეძლოთ, მათ იმაზე დაიწყეს ფიქრი, თუ როგორ შეიძლებოდა მისი გამოყენება... ბოლოს, ადგნენ და 2 სართულიანი ავტობუსი იყიდეს, რომ რაც შეიძლება მეტი ადგილი ჰქონოდათ.


image


წყვილის თქმით, მათ მოგზაურობა უყვართ. ამიტომ, უნდოდათ, რომ ცენტრის მაგვარი რაღაც ჰქონოდათ, სადაც დაბრუნების სურვილი ექნებოდათ, შემდეგ კი ისევ სამოგზაუროდ წავიდოდნენ... მათ სხვადასხვა ვარიანტი განიხილეს: სატრანსპორტო კონტეინერიდან დაწყებული – ფურგონით დამთავრებული, მაგრამ, ბოლოს, არჩევანი ამ ავტობუსზე გააკეთე.

თითქმის ერთი წელი მუშაობდნენ ჩარლი და ლუკე საკუთარი ოცნების ასასრულებლად. მათ ახლობლებიც ეხმარებოდნენ და ყველაფერი ისე გამოვიდა, როგორც უნდოდათ.


imageimage


ეს, Go-Ahead London Volvo Plaxton-ის მარკის, ლონდონის ნამდვილი ავტობუსი იყო და ვიდრე გასაყიდად გამოიტანდნენ, რამდენიმე თვით ადრე, მგზავრები გადაჰყავდა.


image


ბუნებრივია, ავტობუსის გადაკეთება, რომელშიც სკამებიც კი იდგა, — ადვილი არ იყო. ჩარლიმ აღიარა, რომ ძალიან გაუჭირდა, რადგან სახრახნისი მანამდე ხელში არასდროს სჭერია.


image


ავტობუსის პირველ სართულზე არის სამზარეულო, ტუალეტი, სამუშაო მაგიდა და სასტუმრო ოთახი. მისაღებში შეშის ღუმელი დგას.



imageimage


ავტობუსში, ფანჯრების გამო, სითბოს შენარჩუნება ადვილი არ არის. ამიტომ, მათ კიდევ ერთი გამათბობელიც დაამონტაჟეს. ასე, რომ, გათბობის საკითხი სრულად მოაგვარეს.


imageimageimageimageimageimageimageimage


მეორე სართულზე — საძინებელი, აბაზანა და გარდერობია.


imageimageimageimage


მათ ასევე, ავტობუსის მიმდებარე ტერიტორიაც მოაწყვეს.


imageimage


მათი სახლი, თვალწარმტაცი ტბის გვერდით არის პარკირებული. წყვილს 2 თხაც ჰყავს – მონტი და დარვინი.


imageimageimage


რაც შეეხება ხარჯებს, უშუალოდ ავტობუსი – 2500 გირვანქა სტერლინგი დაუჯდათ. ხოლო, გადაკეთება – 15000 გირვანქა სტერლინგი (მთლიანად, დაახლოებით 22000 აშშ დოლარი).
«ძვირია, მაგრამ ვფიქრობთ, რომ ეს ამად, ნამდვილად ღირდა, რადგან საუკეთესო რამ არის, რაც ოდესმე გაგვიკეთებია» – ამბობენ ისინია.

image


image


არხის სხვა სიახლეები:


* ფარისებრი ჯირკვლის («ჩიყვის») პრობლემის არსებობის 12 ნიშანი – როგორ უნდა მივხვდეთ, რომ ექიმის დახმარება გვჭირდება?

* რატომ გაიქცა სტალინის ქალიშვილი სამშობლოდან და როგორ ცხოვრობდა ემიგრაციაში

* მნიშვნელოვანი ინფორმაცია მათთვის, ვინც ძილის ნაკლებობას რეგულარულად განიცდის

* კუჭის შემცირება და წონაში დაკლება ბუნებრივი გზით

* კადრები ფილმებიდან, რომელიც კომპიუტერული გრაფიკა აღმოჩნდა (20 ფოტო)

* მამაკაცს ეგონა, ლითონის გულსაბნევი იპოვა, მაგრამ...

* მოულოდნელი მომენტები და 12 გულისამაჩუყებელი ფოტო, რომელიც მსოფლიოს საუკეთესო მხრიდან გვაჩვენებს

* ერთი პაციენტის 20–მედ დიაგნოზი – რა შეიძლება სჭირდეს ყოფილ პრეზიდენტს?



3
339
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
339
  
2022, 5 დეკემბერი, 10:30
ჰოო...მაშინ კარგიი :)
2022, 5 დეკემბერი, 9:44
ჟალუზები აქვთ შეკვეთილი და ხელოსანი ჯერ არ მისულა :)
2022, 5 დეკემბერი, 0:10
ფარდები?
0 1 3