ასტროლოგია ზოდიაქოს 6 ნიშანი, რომელსაც აპრილში არ გაუმართლებს - აი, რაზე გაფრთხილებენ ასტროლოგები! 2021, 30 მარტი, 22:23
ამ ორი უკანასკნელის მმართველი პლანეტა მერკური (გონება, კომუნიკაცია, ინტელექტი, გადაადგილება) ახლა თევზების ზოდიაქოში იმყოფება. მათი გონება თითქოს ძველებურად აქტიური აღარაა. ტყუპს კომუნიკაციაში ექნება შეფერხება, ქალწულს - ინფორმაციის ლოგიკურ დამუშავებაში. არც საქმეები მოგვარდება ისე, მათ რომ მოეწონებოდათ. ამიტომ, ფრთხილად და დაკვირვებით უნდა იყოთ. აი, რაც შეეხებათ ვერძებს, მერკური მათაც შეუქმნით გაუგებრობას, რადგან დისპუტი, კამათი და აზრების ხმამაღლა გამოთქმა, რაც ვერძებს ასე ძალიან უყვართ შენელებულია, აზრები და ფრაზები თითქოს უმისამართოდ "დაცურავენ". გირჩევთ, არ ენდოთ გადაუმოწმებელ ინფორმაციებს, მოერიდეთ ტყუილებში გახვევას.
ახლა სიყვარულისა და ფულის მმართველი პლანეტა - ვენერა ვერძში იმყოფება. აქ, აგრესიული მარსის სახლში, ის თავს უხერხულად გრძნობს. კუროები უკმაყოფილოები იქნებიან დინამიკურად განვითარებული მოვლენებით, მათ დაფიქრების, აუჩქარებლად მოქმედების, დასვენების დრო არ ექნებათ. გაუჭირდებათ სწრაფი რეაგირება და შეცდომებსაც დაუშვებენ. სასწორებს საერთოდ არ მოეწონებათ გარშემო მყოფების ქცევები. დელიკატური და კულტურული მანერების საპასუხოდ უხეშობასა და აგრესიას მიიღებენ. განსაკუთრებით უსიამოვნო იქნება ამის ატანა საყვარელი ადამიანისგან. მაქსიმალური მოთმინებით აღიჭურვეთ, ნუ გაიფუჭებთ სოციალურ, პირად და საქმიან ურთიერთობებს.
მარსი თქვენს ზოდიაქოში გადმოინაცვლებს, რაც ნიშნავს, რომ თქვენს მშვიდ აუზში ვულკანი აფეთქდება. კირჩხიბებში მოიმატებს უსაფრთხოების გაასმაგების სურვილი. შეიძლება სიგნალიზაცია დააყენონ. წაეჩხუბონ მეზობლებს, რათა მათ ქმედებაში რაღაც საეჭვო მოეჩვენოთ. კირჩხიბებს არ უყვართ აქტიურობა, რასაც მათგან აპრილის ბოლოს მოითხოვენ და ამის გამო გაღიზიანებულები და ნერვიულები გახდებიან. არ მოეწონებათ ეს პერიოდი ვერძებსაც. თქვენ სხვისი გრძნობების გამო დაზარალდებით. საქმეების წარმოება თქვენზე კი არ იქნება დამოკიდებული, არამედ სხვებზე, რომლებიც ემოციებს აყოლილები დროულად ვერ შეასრულებენ ვალდებულებებს.
25 აპრილს შეზღუდვებისა და აკრძალვების პლანეტა სატურნი ცუდად უპირისპირდება მერკურსა (გონება) და ვენერას (სიყვარული). იმდგაცრუებაა მოსალოდნელი სასიყვარულო და ფინანსურ თემებში. იქ, სადაც ადრე მარტივად აგვარებდით საქმეებს, თამამად ამბობდით სათქმელს, სიტუაცია დაიძაბება და პარტნიორს გაუჭირდება თქვენი გაგება. იძულებული გახდებით, ყველაფერი უკეთესი პერიოდისთვის გადადოთ. ასევე დაგაინტერესებთ:ყოველთვის მართავს ის, ვინც ნაკლებად შეყვარებულია - დომინანტი პარტნიორის 6 წესი"შხაპის ქვეშ ვიდექი და ღმერთს ვუყვიროდი, რომ ქორწინება აუტანელი გახდა..." - ისტორია, რომელიც ყველა დაქორწინებულმა წყვილმა უნდა წაიკითხოს15 შეკითხვა, რომელიც წყვილმა ერთმანეთს უნდა დაუსვას, სანამ დაქორწინდებამე არ ვარ ქალი, რომელიც გინდა, მე ვარ ქალი, რომელიც მალე დაგჭირდება7 რამ, რაც მამაკაცს უყვარდება ქალში8 ნიშანი იმისა, რომ კაცს ნამდვილად უყვარხართ!რას გეძახით შეყვარებული? - მოფერებითი სახელების ფსიქოლოგიური ახსნა5 სიტყვა, რომელსაც ქორწინება და სასიყვარულო ურთიერთობები დანგრევამდე მიჰყავს
1472 შეფასება არ არის
|